აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი პანამაში ჩავიდა, სადაც ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი პანამაში ჩავიდა, სადაც ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, აეროპორტში თავდაცვის მდივანს პანამის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი ფრანკ ალექსისი დახვდა.
პენტაგონის ცნობთ, პიტ ჰგსეტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კონფერენციის ფარგლებში პანამასა და ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის გასაძლიერებლად და რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთიანი ხედვის ხელშეწყობისთვის.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პანამის არხზე აშშ-ის კონტროლის აღდგენა სურს.