აშშ-ის თავდაცვის მდივანი - პენტაგონი ღიაა, განიხილოს ყველა შესაძლებლობა ღაზასთან დაკავშირებით
პენტაგონი ღიაა, განიხილოს ყველა შესაძლებლობა ღაზასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას განაცხადა.
„თქვენც და ჩვენც გვაქვს კარგი მეხსიერება. ვაპირებთ, გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა. ვაპირებთ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაზრდას. ჩვენ მოგაწოდეთ საბრძოლო მასალები, რომლებიც ადრე არ იყო მოწოდებული, რაც საჭიროა რადიკალური მტრების აღმოსაფხვრელად. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ასე“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
თავის მხრივ, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელს არ ჰყავს აშშ-ზე კარგი მეგობარი და მოკავშირე.
„მე ნამდვილად მჯერა, რომ ისრაელს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი და ვფიქრობ, რომ შეერთებულ შტატებს არ ჰყავს უკეთესი მეგობარი, ვიდრე ისრაელია. ჩვენი ალიანსით, თქვენი მხარდაჭერით, მათ შორის იმ გადაწყვეტილების ჩათვლით, რომელიც თქვენ ახსენეთ ისრაელს თავდაცვისთვის საჭირო იარაღის მიწოდების შესახებ, ჩვენ ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.