აშშ-ის თავდაცვის მდივანი – ამინ, ბატონო პრეზიდენტო

03:09, 01.03.2025

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ამინ, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ჰეგსეტი და აზიარებს დონალდ ტრამპის მიერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ტრამპი წერს: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა.

მსგავსი