აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივნად ამერიკელი ინდიელების შთამომავალი აირჩიეს
აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივნად ამერიკელი ინდიელების შთამომავალი აირჩიეს

დებორა ჰაალანდი აშშ-ის მინისტრთა კაბინეტის პირველი მდივანი გახდა, რომელიც ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელია. ამერიკელი ინდიელების შთამომავალი აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანი იქნება, რომელიც კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში ქვეყნის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სამომავლო გეგმებში ცენტრალურ როლს უზრუნველყოფს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

დებორა ჰაალანდის კანდიდატურას კონგრესის სენატში 51-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის „რესპუბლიკელებმა“ – ლინდსი გრემმა, ლიზა მურკოვსკიმ, დენ სალივანმა და სუზან კოლინზმა.

2018 წელს დებორა ჰაალანდი ასევე გახდა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი, რომელიც კონგრესში აირჩიეს.

ლაგუნა პუებლოს ტომის წევრი ჰაალანდი ასევე გააკონტროლებს აშშ-ის მთავრობის ურთიერთობას 574 ფედერალურად აღიარებულ ტომთან.