აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი – დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით 480 000-ზე მეტი არალეგალი იმიგრანტი დააკავეს
იანვარში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით 480 000-ზე მეტი არალეგალი იმიგრანტი დააკავეს, – ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა.
კრისტი ნოემის თქმით, ამ პირთა 70 პროცენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებებია წაყენებული ან ისინი ამ სისხლის სამართლის ბრალდებებისთვის გასამართლებულნი არიან.
„დღეს ცხრა თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც ტრამპი თანამდებობაზე აირჩიეს. ის, რაც ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ამერიკელი ხალხისთვის პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით გააკეთეს, უბრალოდ არაჩვეულებრივია. ჩვენ გავაგრძელებთ ტრამპის დაპირების შესრულებას, რომ ამერიკა კვლავ უსაფრთხო იქნება, ჩვენი საზღვრები და ხალხი დაცული იქნება“, – განაცხადა კრისტი ნოემმა.
Today marks nine months since @POTUS Trump has been in office. What our law enforcement has accomplished for the American people, under President Trump, is nothing short of extraordinary.
Over 480,000 criminal illegal aliens have been arrested — 70% of those individuals have… pic.twitter.com/4vxJzJWEXV
— Secretary Kristi Noem (@Sec_Noem) October 20, 2025