აშშ-ის შეარაღებული ძალების მეთაურები - სიტყვისა და შეკრების თავისუფლება არავის აძლევს ძალადობის უფლებას
აშშ-ის შეარაღებული ძალების მეთაურები - სიტყვისა და შეკრების თავისუფლება არავის აძლევს ძალადობის უფლებას

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურებმა ვაშინგტონში მომხდარი არეულობა დაგმეს. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტატების მეთაურთა კომიტეტის განცხადებაში.

სამხედროებისადმი მიმართვაში ნათქვამია, რომ 6 იანვრის არეულობა და ძალადობა აშშ-ის კონგრესსა და საკონსტიტუციო პროცესზე თავდასხმა იყო.

„სიტყვისა და შეკრების თავისუფლება არავის აძლევს უფლებას, ძალადობას მიმართოს ან წააქეზოს ამბოხი და აჯანყება“, – ნათქვამია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. კონგრესის შენობის შტურმის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა.