აშშ-ის სენატში უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი დონალდ ტრამპისგან პასუხს ითხოვს, კონგრესთან შეუთანხმებლად ირანზე დარტყმების განხორციელების გამო
აშშ-ის სენატში უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი დონალდ ტრამპისგან პასუხს ითხოვს, კონგრესთან შეუთანხმებლად ირანზე დარტყმების განხორციელების გამო

აშშ-ის სენატში უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი პრეზიდენტ ტრამპისგან პასუხს ითხოვს კონგრესთან შეუთანხმებლად ირანზე დარტყმების განხორციელების გამო. ჩაკ შუმერი მიიჩნევს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებების შედეგად უფრო ფართო, ხანგრძლივი და დამანგრეველი ომის საფრთხე მკვეთრად გაიზარდა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა გასცეს ამერიკელ ხალხს და კონგრესს მკაფიო პასუხი ამ ღამით განხორციელებულ ქმედებებსა და ამერიკელების უსაფრთხოებისთვის მათ შედეგებზე“, – ნათქვამია ჩაკ შუმერის განცხადებაში.

როგორც დემოკრატი სენატორი აღნიშნავს, არცერთ პრეზიდენტს არ უნდა მიეცეს უფლება, ცალმხრივად ჩარიოს ქვეყანა ომის მსგავს მოვლენებში არამდგრადი მუქარებით და სტრატეგიის გარეშე.

„ჩვენ უნდა ავასრულოთ ომის უფლებამოსილების აქტი და მე მოვუწოდებ სენატში უმრავლესობის ლიდერს, ტუნს დაუყოვნებლივ დააყენოს ეს საკითხი სენატში განსახილველად. ირანის ტერორის დაუნდობელ კამპანიასთან, ბირთვულ ამბიციებsa და რეგიონულ აგრესიასთან დაპირისპირება მოითხოვს სიძლიერეს, სიმტკიცეს და სტრატეგიულ სიცხადეს. უფრო ფართო, ხანგრძლივი და დამანგრეველი ომის საფრთხე ახლა მკვეთრად გაიზარდა“, – აღნიშნულია შუმერის განცხადებაში.