აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება

11:29, 18.03.2021

აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე 23 მარტს მოსმენა გაიმართება. დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში – ამ საკითხზე მოსმენა სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში გაიმართება.

ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინია. ქვეკომტეტის სხდომაზე მოუსმენენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეებს ჯორჯ კენტსა და კარა მაკდონალდს.

მსგავსი