აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე დღეს, 23 მარტს მოსმენა გაიმართება.
დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში – ამ საკითხზე მოსმენა სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში გაიმართება.
ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინია. ქვეკომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეებს ჯორჯ კენტსა და კარა მაკდონალდს.