აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერი აცხადებს, რომ შეთანხმების შემთხვევაშიც კი შეუძლებელია, კონგრესმა უკრაინის დახმარება შობამდე დაამტკიცოს
აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერი აცხადებს, რომ შეთანხმების შემთხვევაშიც კი შეუძლებელია, კონგრესმა უკრაინის დახმარება შობამდე დაამტკიცოს

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერი მიტჩ მაკკონელი აცხადებს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, კონგრესმა უკრაინის დახმარება შობამდე დაამტკიცოს, მაშინაც კი, თუ შეთანხმება უახლოეს დღეებში შედგება.

„თუნდაც შეთანხმებას მივაღწიოთ, პრაქტიკულად შეუძლებელია შობამდე მისი მომზადება, სენატში, წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცება“, – განაცხადა მაკკონელმა.

სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა მედიას განუცხადა, რომ არ მოხდება შეთანხმება დამატებითი დაფინანსების პაკეტზე, რომელიც უკრაინისთვის, ისრაელისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის დახმარებას ითვალისწინებს, ვიდრე აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტთა ნაკადის შეზღუდვის საკითხზე რესპუბლიკელებთან მოლაპარაკებებში ჯო ბაიდენი სრულად არ ჩაერთვება.

„გარიგება არ იქნება, ვიდრე ჯო ბაიდენი და რესპუბლიკელები შეთანხმებას არ მიაღწევენ. Ამის გარეშე არანაირი გარიგება არ იქნება“, – განაცხადა სენატორმა.

აშშ-ის კონგრესის წევრები ვაშინგტონს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს დატოვებენ საშობაო შვებულებისთვის. კონგრესის ორივე პალატა მუშაობას, სავარაუდოდ, იანვრის მეორე კვირაში განაახლებს.