აშშ-ის სენატში ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტი წარადგინეს, რომლის მოცულობა ტრილიონი დოლარია
აშშ-ის სენატში ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტი წარადგინეს. მისი მოცულობა ერთ ტრილიონ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც სენატში უმრავლესობის მქონე რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელიმ განაცხადა, გეგმა ფოკუსირებულია ბავშვების სკოლებში და პანდემიის დროს უსამსახუროდ დარჩენილი მოქალაქეების სამსახურებში დაბრუნებაზე.
ამასთან, რესპუბლიკელები უმუშევართათვის განკუთვნილი ყოველკვირეული სოციალური დახმარების 600-დან 200 დოლარამდე შემცირებას ითხოვენ. ამ ინიციატივას დემოკრატები არ ეთანხმებიან.
რესპუბლიკელების წინადადება ასევე მოიცავს თითოეული ამერიკელისთვის დახმარების სახით 1200 დოლარის გამოყოფას.
ამავე გემით, 190 მილიონი დოლარი დაიხარჯება მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად, ხოლო 100 მილონი სეზონური ბიზნესისთვის.
ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.