აშშ-ის სენატმა უკრაინაში ელჩად ბრიჯეტ ბრინქის კანდიდატურა დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა უკრაინაში ელჩად ბრიჯეტ ბრინქის კანდიდატურა დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინაში ელჩად ბრიჯეტ ბრინქის კანდიდატურა დაამტკიცა.

როგორც „სიენენი“ წერს, ბრინქი კარიერული დიპლომატია და მანამდე ის სლოვაკეთში აშშ-ის ელჩად მსახურობდა.

უკრაინაში აშშ-ის ელჩის პოზიცია ვაკანტური 2019 წლიდან იყო, მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მარი ივანოვიჩი, მისი ადვოკატის რუდი ჯულიანის მოთხოვნით, უკან გაიწვია.