აშშ-ის სენატმა დაფინანსების კანონპროექტის მიღება კვლავ ვერ შეძლო, ე.წ. შათდაუნი, 15 დღეა, გრძელდება
აშშ-ის სენატმა უკვე მერვედ ვერ შეძლო დაფინანსების კანონპროექტის მიღება, ე.წ. შათდაუნი გრძელდება.
კანონპროექტმა საჭირო 60 ხმიდან მხოლოდ 49 მიიღო, 45-მა სენატორმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
ეს ნიშნავს, რომ მთავრობის ე.წ. შათდაუნი, სულ მცირე, კიდევ ერთი დღით გაგრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ახალი კენჭისყრა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ეს დახურვა, შეიძლება, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყოს.
ცნობისთვის, ე.წ. შათდაუნი, უკვე 15 დღეა, გრძელდება, რის გამოც ათასობით ფედერალური თანამშრომელი იძულებულია, ანაზღაურების გარეშე იმუშაოს.