აშშ-ის სენატმა ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტზე არსებულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა ისრაელისა და უკრაინისთვის 95,3 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტზე არსებულ შეთანხმებას. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ამერიკის კონგრესის ზედა პალატამ მიიღო პროცედურული გადაწყვეტილება უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის შემდგომი განხილვის შესახებ.
კანონპროქტს მხარი 60-მა სენატორმა დაუჭირა მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა უფრო ფართო კანონპროექტი დაბლოკეს, რომელიც საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებს მოიცავდა.
კანონპროექტი ითვალისწინებს 61 მილიარდ დოლარს უკრაინის მხარდასაჭერად, 14 მილიარდ აშშ დოლარს ისრაელისთვის „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში, ასევე 4,83 მილიარდ დოლარს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში პარტნიორების მხარდასაჭერად, კერძოდ, ტაივანში.
პროცედურული კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტი აშშ-ის სენატის, სულ მცირე, 60-მა წევრმა არსებითადაც უნდა დაამტკიცოს.
კენჭისყრა, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გაიმართება, რადგან სენატორები მომავალი კვირიდან ორკვირიან არდადეგებში გადიან.