აშშ-ის საზღვართან მდებარე მექსიკის მიგრანტთა დაკავების ცენტრში ხანძარს, სულ მცირე, 39 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის საზღვართან მდებარე მექსიკის მიგრანტთა დაკავების ცენტრში ხანძარს, სულ მცირე, 39 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის საზღვართან მდებარე მექსიკის მიგრანტთა დაკავების ცენტრში ხანძარს, სულ მცირე, 39 ადამიანი ემსხვერპლა.

მექსიკის იმიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, მიგრანტთა დაკავების ცენტრში ცეცხლის გაჩენის დროს 68 მამაკაცი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისული მეხანძრეები და ჯარისკაცები დაშავებულებს ცენტრის შენობიდან გამოსვლაში დაეხმარნენ. ზოგიერთ დაშავებულს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, დაშავებულების ნაწილი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ცენტრში მხოლოდ მამაკაცებისთვის განკუთვნილ ნაწილში გაჩნდა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.