აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დააკავეს მექსიკელი მიგრანტი, რომელიც დონალდ ტრამპს სროლით ემუქრებოდა
აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დააკავეს მექსიკელი მიგრანტი, რომელიც დონალდ ტრამპს სროლით ემუქრებოდა

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, მიგრაციის სამსახურმა დააკავა მექსიკელი მიგრანტი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სროლით ემუქრებოდა. დაკავებული 54 წლის რამონ მორალეს რეიესია, რომელმაც წერილი გაუგზავნა აშშ-ის მიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) თანამშრომელს, სადაც აცხადებდა, რომ უახლოეს მომავალში „ძვირფას პრეზიდენტს თავში ტყვიას დაასვამდა“.

„ჩვენ დავიღალეთ ამ პრეზიდენტის მექსიკელებთან ჩხუბით – ჩვენ ამ ქვეყნისთვის უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე თქვენ, თეთრკანიანებმა“, – ნათქვამია წერილში.

საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკოსმა და მედიის წარმომადგენელმა უნდა მიაქციოს ყურადღება ასეთ შემთხვევებს.

საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, მორალესი 1998-2005 წლებში აშშ-ში უკანონოდ, სულ მცირე, ცხრაჯერ შევიდა. ამჟამად ის ვისკონსინშია დაკავებული და დეპორტაციას ელოდება.