აშშ-ის სამხრეთის სარდლობა – შეიარაღებულმა ძალებმა წყნარ ოკეანეში ნარკოვაჭრობაში ჩართულ კიდევ ერთ ხომალდზე მიიტანეს იერიში, დაღუპულია ოთხი ნარკოტერორისტი
შეიარაღებულმა ძალებმა წყნარ ოკეანეში ნარკოვაჭრობაში ჩართულ კიდევ ერთ ხომალდზე მიიტანეს იერიში, -ამის შესახებ აშშ-ის სამხრეთის სრდლობა სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მათივე ცნობით, სადაზვერვო ინფორმაციით დადგინდა, რომ ხომალდის ექსპლუატაციას ტერორიტული ორგანზიაცია ახორციელებდა და გამოიყენებოდა ნარკოვაჭრობისთვის.
„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული. მოკლულია ოთხი ნარკოტერორისტი, აშშ-ის სამხედრო ძალებიდან არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია აშშ-ის სამხრეთის სარდლობის განცხადებაში.
On Dec. 17, at the direction of @SecWar Pete Hegseth, Joint Task Force Southern Spear conducted a lethal kinetic strike on a vessel operated by a Designated Terrorist Organizations in international waters. Intelligence confirmed that the vessel was transiting along a known… pic.twitter.com/Yhu3LSOyea
— U.S. Southern Command (@Southcom) December 18, 2025