აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 128-ს მიაღწია
აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ქარიშხალ „ელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 128-ს მიაღწია.
როგორც „სიენენი“ წერს, ოფიციალური პირების ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ჯორჯიაში, ფლორიდაში, ტენესისა და ვირჯინიაში მოჰყვა. სავარაუდოა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება.
მეხანძრე-მაშველები ხელისუფლებას სთხოვენ, სტიქიისგან დაზარალებულ შტატებში დაუყონებლივ გაგზავნოს საკვები და წყალი, რადგან მოსახლეობა უკვე მეხუთე დღეა, სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მიმდინარეობს ელექტროენერგიისა მობილური სერვისების აღდგენის პროცესი. ამასთან, დაწყებულია სტიქიისგან განადგურებული გზების, ხიდებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს გრძელვადიანი პროცესი იქნება.
ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ფედერალური მთავრობა დაეხმარება ქარიშხლისგან გადარჩენილებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. სავარაუდოა, რომ ბაიდენი დაზარალებულ რეგიონებს მიმდინარე კვირას ეწვევა.