აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სწრაფმავალმა ხომალდმა შავი ზღვის მიმართულებით დაიწყო ცურვა
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სწრაფმავალმა ხომალდმა შავი ზღვის მიმართულებით დაიწყო ცურვა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სწრაფმავალმა სატრანსპორტო-სადესანტო ხომალდმა „იუმამ“ (Yuma) შავი ზღვის მიმართულებით დაიწყო ცურვა.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის ინფორმაციით, ხომალდი ოპერაციას ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ჩაატარებს.

28 ივნისიდან 10 ივლისამდე შავ ზღვაში სამხედრო სწავლება „სი ბრიზი 2021“ (Sea Breeze 2021) იმართება, რომლის ძირითადი მონაწილეები უკრაინა, აშშ, კანადა, ბრიტანეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ლატვია არიან. სამხედრო წვრთნებში 4 000-მდე ჯარისკაცი და 40 საბრძოლო ხომალდი მონაწილეობს.