აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებმა დომინიკელთა რესპუბლიკის სანაპიროებთან იერიში მიიტანა ნავზე, რომლითაც ნარკოტიკები გადაჰქონდათ
აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებმა დომინიკელთა რესპუბლიკის სანაპიროებთან იერიში მიიტანა ნავზე, რომლითაც ნარკოტიკები გადაჰქონდათ.
როგორც დომინიკელთა რესპუბლიკის ნარკოტიკების კონტროლის ეროვნული უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, ამერიკულმა სამხედრო თვითმფირნავებმა დარტყმა მიიტანეს ჩქაროსნულ ნავზე, რომლითაც 1000 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდათ. მისივე ინფორმაციით, იერიში განხორციელდა დომინიკელთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალ კუნძულ ბეატასთან.
როგორც მედია იუწყება, აღნიშნული ნავი, სავარაუდოდ, ვენესუელიდან მოცურავდა. დომინიკელთა რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ სამართალდამცველებმა ხომალდზე არსებული ერთ ტონამდე კოკიანი ამოიღეს.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე აშშ-მა კარიბის ზღვაში მოძრავ, ნარკოტიკების გადაზიდვაში ჩართულ ნავებზე განხროციელებული სამი დარტყმის შესახებ განაცხადა. შედეგად, დაიღუპა 17 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში დისლოცირებულია რვა ამერიკული სამხედრო გემი და ერთი ბირთვული წყალქვეშა ნავი. ამას გარდა, ნარკომოვაჭრეებთან საბრძოლველად აშშ-მა პუერტო-რიკოში გააგზავნა ათი ავიაგამანადგურებელი.