აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემი დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა

09:40, 20.09.2026

აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემი დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ადასტურებდა, რომ გემი ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვაში მონაწილეობდა. აშშ-ის სამხედროების განცხადებით, ამ დარტყმამდე ათი დღით ადრე, კარიბის ზღვაში განხორციელებულ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ-ის მიერ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართულად მიჩნეულ გემებზე დარტყმების კამპანია გასული წლიდან მიმდინარეობს. ამ პერიოდში აშშ-ის სამხედროებმა კარიბის ზღვასა და წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში არაერთ გემზე განახორციელეს იერიში, რასაც, ამერიკული მხარის ინფორმაციით, 220-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი