აშშ-ის სამხედრო დაზვერვამ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
აშშ-ის სამხედრო დაზვერვამ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტომ გლობალური საფრთხეების შესახებ 2021 წლის ანგარიში მოამზადა. დოკუმენტში აქცენტი გაკეთებული რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე ნერვულ-აგენტნოვიჩოკზე“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კრემლი ფლობს ისეთი არადეკლარირებული ქიმიური იარაღის მარაგებს, როგორიც მაგალითად „ნოვიჩოკია“. აქვე, შეერთებული შტატების მთავარ მოწინააღმდეგეებად დასახელებულია რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც ანგარიშის მიხედვით, ცდილობენ, შექმნან ისეთი საშუალებები, რომლითაც ოფიციალური ვაშინგტონის სამხედრო უპირატესობას გამოწვევას გაუგზავნიან. საუბარია მარიონეტული ძალებისა და დაქირავებული მებრძოლების გამოყენებაზე, კიბერშეტევებზე, საინფორმაციო მანიპულაციაზე, კონკურენტების ეკონომიკური ძალის შესუსტებაზე და ა.შ.

დოკუმენტის მიხედვით, რუსული სამხედრო ძალები სახელდება ძირითად საფრთხედ არამხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ იმ ტიპის ინსტრუმენტად, რომელსაც სახმელეთო მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლისთვის იყენებს.

ყურადღება მახვილდება იმაზეც, რომ კრემლი ცდილობს გავლენა მოახდინოს მის მეზობლებისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე, მათ შორის კორონავირუსი გამოიყენოს საინფორმაციო ომის საწარმოებლად და ადგილობრივი მთავრობების შესასუსტებლად.