აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველია, რომლის გამოყენებაც აშშ-ში დაუშვეს.

ვაქცინის ავტორიზაციას აშშ-ში 336 დღე დასჭირდა.

ვაქცინაციის პროცესი აშშ-ში უახლოეს 24 საათში დაიწყება. პირველ ეტაპზე აცრას სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმულთა სახლებში მყოფი პირები მიიღებენ.

აშშ-ის კორონავირუსის პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა. „კოვიდ-19“-ს 290 ათასი ამერიკელი ემსხვერპლა.