აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია პულსის ოქსიმეტრების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია პულსის ოქსიმეტრების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია საზოგადოებისთვის ავრცელებს გაფრთხილებას, სისხლში ჟანგბადის შემცველობის გასაზომად განკუთვნილი პულსის ოქსიმეტრები გარკვეულ შემთხვევებში სადიაგნოსტიკოდ არ გამოიყენონ. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა კანის პიგმენტაცია, ტემპერატურა, თამბაქოს მოხმარება და ფრჩხილის ლაქი, მოწყობილობის სიზუსტეზე გავლენა შეიძლება, იქონიოს.

პულსის ოქსიმეტრს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმის დასადგენად იყენებს, სჭირდება თუ არა პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია. თუმცა, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ასოციაცია ყველას მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილონ ჟანგბადის დაბალი შემცველობის სხვა ინდიკატორებზეც, როგორიცაა მომატებული პულსი ან სილურჯე სახის არეში.