აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია - „კოვიდ-19“-ის მუტაციურმა სახეობებმა შესაძლოა, ვირუსზე მოლეკულური ტესტირების დროს მცდარი უარყოფითი შედეგი აჩვენოს
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია - „კოვიდ-19“-ის მუტაციურმა სახეობებმა შესაძლოა, ვირუსზე მოლეკულური ტესტირების დროს მცდარი უარყოფითი შედეგი აჩვენოს

„კოვიდ-19“-ის მუტაციურმა სახეობებმა შესაძლოა, ვირუსზე მოლეკულური ტესტირების დროს მცდარი უარყოფითი შედეგი აჩვენოს. ამის შესახებ გაფრთხილებას აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში განმარტავენ, ცრუ ნეგატიური შედეგი შესაძლოა, აჩვენოს „კოვიდ-19“-ის სადიაგნოსტიკოდ შექმნილმა ნებისმიერმა ტესტმა, თუკი ტესტის  ნიმუშში მუტაციური ნაწილაკი მოხვდება.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, რისკი, რომ ეს მუტაციები გავლენას იქონიებს ზოგადად ტესტების სიზუსტეზე, დაბალია, თუმცა უწყება რეკომენდაციას იძლევა, რომ საეჭვო შემთხვევის დროს ალტერნატიული, სხვა კომპანიის მიერ შექმნილი ტესტის საშუალებით გადაამოწმონ პაციენტი და იხელმძღვანელონ საერთო კლინიკური სურათის მიხედვით.

რაც შეეხება ვაქცინებს, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, მონაცემები ცხადყოფს, რომ ახალი შტამის შემთხვევაშიც ვაქცინები ეფექტურია.

დატოვე კომენტარი