აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი იუწყება, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს, სახელმწიფო ვალი 2 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და ამჟამად 22 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, აშშ-ის სახელმწიფო ვალი ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში განსაკუთრებით სწრაფად იზრდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად საგადასახადო რეფორმა სახელდება, რაც ბიუჯეტს 1,5 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ვარაუდობენ, რომ წელს ბიუჯეტის დეფიციტი 897 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც 2018 წელთან შედარებით, 15-ით მეტია.
კონგრესის ბიუჯეტის სამმართველოს მონაცემებით, დეფიციტის მოცულობა ყოველწლიურად მოიმატებს და 2022 წლისთვის ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ რეფორმის ხარჯებს გაზრდილი ეკონომიკა დაფარავს. თუმცა, ბევრი ექსპერტი ასე არ ფიქრობს.