მარკო რუბიო - სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტი უნდა იყოს და იქნება შეერთებული შტატები, ამერიკელთა ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენება არასოდეს ყოფილა იმაზე აქტუალური ან საჭირო, ვიდრე ახლაა
პრეზიდენტ ტრამპის დროს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს და იქნება შეერთებული შტატები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ სენატში მიმდინარე მოსმენაზე განაცხადა.
მარკო რუბიოს თქმით, ამერიკისა და ამერიკელების ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენება არასოდეს ყოფილა იმაზე აქტუალური ან საჭირო, ვიდრე ახლაა.
„საბოლოო ჯამში, როგორ შეუძლია ამერიკას, ხელი შეუწყოს „მშვიდობას დედამიწაზე“, თუ ის პირველ რიგში არ არის უსაფრთხო სახლში?“ – აღნიშნა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა მიუთითა იმიგრაციაზე, ნარკომანიასა და სექსტრეფიკინგზე და რუსეთში, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში „დიქტატორების“ შესახებ, რომლებიც, მისი თქმით, „თესავენ ქაოსს და არასტაბილურობას, უერთდებიან და აფინანსებენ რადიკალურ ტერორისტულ ჯგუფებს“.
მარკო რუბიომ აშშ-ის მთავარ მეტოქედ მსოფლიოში ჩინეთი დაასახელა და აღნიშნა, რომ პეკინი ფლობს ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და გეოპოლიტიკურ საშულებებს, რომელთაც საბჭოთა კავშირი არ ფლობდა.