აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თანაშემწე ევროპისა და აზიის საკითხებში კარენ დონფრიდი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დონფრიდი კიევში საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებას და პრეზიდენტის კანცელარიის წარმომადგენლებს შეხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება, მხარეები ისაუბრებენ იმ რეფორმებზე, რომლებიც დემოკრატიის და ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება.

10 ნოემბერს ვაშინგტონში ამერიკა-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრაა ჩანიშნული.