აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - ირანის სარაკეტო პროგრამა ახლო აღმოსავლეთში ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს
ირანის სარაკეტო პროგრამა ახლო აღმოსავლეთში ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს. ამის შესახებ იარაღის კონტროლისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, იელემ პობლეტმა განაცხადა.
გაერო-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ოფიციალური თეირანის აქტივობა რეგიონში გამალებული შეიარაღების რისკს ზრდის.
დიპლომატმა გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამებს აქტიურად შეეწინააღმდეგება და რეგიონში შეიარაღების უკანონო გადაადგილებას აღკვეთს.
იელემ პობლეტმა პასუხისმგებელ ქვეყნებს მოუწოდა, გაითვალისწინონ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ირანისთვის რაკეტის წარმოების ტექნოლოგიების მიყიდვას კრძალავს.