აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე – ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ პარტნიორები, როცა ევროპის ერები ევროკავშირის არადემოკრატიულ ბიუროკრატიას ცივილიზაციური თვითმკვლელობის პოლიტიკის გატარების საშუალებას აძლევენ
აშშ, დიდი ხანია, ვერ ახერხებს ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებში აშკარა შეუსაბამობის მოგვარებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ქრისტოფერ ლანდაუმ განაცხადა.
ამერიკელი დიპლომატის მტკიცებით, ასეთი შთაბეჭდილება ნატო-ს მინისტერიალზე გამართული შეხვედრის შემდეგ დარჩა.
„ეს თითქმის ერთი და იგივე ქვეყნებია ორივე ორგანიზაციაში, როდესაც ეს ქვეყნები ნატო-ს ქუდებს ატარებენ, ისინი ამტკიცებენ, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ჩვენი ურთიერთუსაფრთხოების ქვაკუთხედია, მაგრამ როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირის ქუდებს ატარებენ, ისინი ყველანაირ დღის წესრიგს მისდევენ, რომელიც ხშირად სრულიად ეწინააღმდეგება აშშ-ის ინტერესებსა და უსაფრთხოებას, მათ შორის, ცენზურა, ეკონომიკური თვითმკვლელობა/კლიმატური ფანატიზმი, ღია საზღვრები, ეროვნული სუვერენიტეტის/მრავალმხრივი მმართველობისა და დაბეგვრის ხელშეწყობის ზიზღი, კომუნისტური კუბის მხარდაჭერა და ა.შ. ეს შეუსაბამობა, არ შეიძლება, გაგრძელდეს. ევროპის დიდი ერები ან ჩვენი პარტნიორები არიან იმ დასავლური ცივილიზაციის დაცვაში, რომელიც მათგან მემკვიდრეობით მივიღეთ, ან არა. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ პარტნიორები მაშინ, როცა ეს ერები ევროკავშირის არაარჩევით, არადემოკრატიულ და არაწარმომადგენლობით ბიუროკრატიას ბრიუსელში ცივილიზაციური თვითმკვლელობის პოლიტიკის გატარების საშუალებას აძლევენ”, – განაცხადა ქრისტოფერ ლანდაუმ.
My recent trip to Brussels for the @NATO Ministerial meeting left me with one overriding impression: the US has long failed to address the glaring inconsistency between its relations with NATO and the EU. These are almost all the same countries in both organizations. When these…
— Christopher Landau (@DeputySecState) December 6, 2025