აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა. ბლინკენი გერმანიაში 8 სექტემბერს ჩავა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდება, განხილვის მთავარი თემა კი ავღანეთი იქნება.

გერმანიაში ჩასვლამდე, სახელმწიფო მდივანი 5 სექტემბერს ყატარში ჩავა, სადაც გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობას შეხვდება.