აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

18:30, 02.06.2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ისრაელსა და ლიბანს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ისრაელისა და ლიბანის ელჩები, ხოლო ამერიკულ მხარეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის ახალი მოადგილე მაიკ ნიდემი და სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დენ ჰოლერი წარმოადგენენ.

როგორც „სიენენი“ წერს, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელების მიუხედავად, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის შეტაკებები არ შეჩერებულა.

პარალელურად, ირანულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანი აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აჩერებდა ლიბანში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ქმედებების გამო, თუმცა მოგვიანებით ირანულმა მედიამ განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

მსგავსი