აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიერ ამერიკის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს ესკალაცია უწოდა და რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიერ ამერიკის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს ესკალაცია უწოდა და რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიერ ამერიკის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს ესკალაცია უწოდა და რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრა. ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.

აშშ-ის დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ 15 აპრილს დაწესებული სანქციები იყო „პროპორციული და რუსეთის მავნე ქმედებებს სრულად შეესაბამებოდა.“

„რუსეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული ზომები არის ესკალაცია და მწუხარებას იწვევს. ესკალაციის შენარჩუნება ჩვენს ინტერესებში არაა, თუმცა ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ნებისმიერი საპასუხო ზომები“ – განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. შეზღუდვები შეეხო რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციებს, 32 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ტექნოლოგიურ კომპანიებს. ამასთან ერთად, ვაშინგტონი გააძევებს 10 რუს დიპლომატს. ახალი სანქციები რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაზე და აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო დააწესეს.

საპასუხოდ რუსეთის საგარეო უწყებამ 10 ამერიკელი დიპლომატი გააძევა. ამას გარდა რუსეთი მთავრობამ ურჩია რუსეთში აშშ-ის ელჩს „კონსულტაციების მიზნით“ ვაშინგტონში დაბრუნდეს.

დატოვე კომენტარი