აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელში მყოფი დიპლომატიური კორპუსის ოჯახის წევრების და იმ თანამშრომლების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც არსებით პოზიციებს არ იკავებენ

17:46, 14.10.2023

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელში მყოფი დიპლომატიური კორპუსის ოჯახის წევრებისა და იმ თანამშრომლების სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც საელჩოსა და საკონსულოებში არსებით პოზიციებს არ იკავებენ.

„სახელმწიფო დეპარტამენტს არ გააჩნია საზღვარგარეთ მყოფი აშშ-ის მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, საზღვრებს გარეთ მომსახურე სამთავრობო პერსონალის ჩათვლით. საელჩო ღია რჩება. დიპლომატიურად უმაღლეს დონეზე ჩართული ვრჩებით და ეს გაგრძელდება“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

მსგავსი