აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ფილიპ რიკერი თურქეთში ვიზიტისას კავკასიის რეგიონში შექმნილ ვითარებას განიხილავს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს უფროსი ფილიპ რიკერი თურქეთში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფილიპ რიკერის ვიზიტი ანკარასა და სტამბოლში 3-5 ოქტომბერს შედგება.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ელჩი რიკერი თურქ კოლეგებთან ერთად აშშ-სა და ნატო-ს მოკავშირე თურქეთს შორის ურთიერთობების გაძლიერების, ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და კავკასიაში შექმნილ ვითარებას განიხილავს.