აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე – თბილისში მაიკ პომპეო განიხილავს საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას, დემოკრატიული პროცესების განმტკიცებისკენ ძალისხმევას და ხაზს გაუსვამს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე კეილ ბრაუნი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„სახელმწიფო მდივანი პომპეო თბილისში ჩავიდა. აქ ყოფნისას ის განიხილავს ჩვენს ძლიერ ორმხრივ კავშირებს, საქართველოს სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას და დემოკრატიული პროცესების განმტკიცებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ხაზს გაუსვამს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას“, – წერს კეილ ბრაუნი.
.@SecPompeo has arrived in Tbilisi. While here, the Secretary will discuss our strong bilateral ties, support Georgia’s sovereignty and efforts to bolster its democratic processes, and emphasize the importance of free and fair elections. pic.twitter.com/YPFLNKUK1e
— Cale Brown (@StateDeputySPOX) November 17, 2020