აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი – „ქართული ოცნების“ გასვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან პოლიტიკურ კრიზისებში დაბრუნების საფრთხეს ქმნის
State Department spokesman Ned Price speaks at the State Department in Washington, Wednesday, March 31, 2021. (AP Photo/Carolyn Kaster, Pool)
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ტვიტერში განცხადებას აქვეყნებს.
„პარტია „ქართული ოცნების“ გასვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან ძირს უთხრის ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისებში დაბრუნების საფრთხეს ქმნის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის“, – წერს ნედ პრაისი ტვიტერში.
The Georgian Dream Party’s withdrawal from the April 19 Agreement undermines an agreed upon way forward for the country through needed reforms and risks a return to political crises. We call on all parties to work together to advance Georgia’s Euro-Atlantic integration.
— Ned Price (@StateDeptSpox) July 29, 2021