აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - ჯო ბაიდენს ე.წ. სამუდამო ომების პასუხისმგებლობის გზით დასრულება სურს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - ჯო ბაიდენს ე.წ. სამუდამო ომების პასუხისმგებლობის გზით დასრულება სურს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ე.წ. სამუდამო ომების პასუხისმგებლობის გზით დასრულება სურს – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ავღანეთში ძალადობის დონე ამჟამად მიუღებლად მაღალია, თუმცა ვაშინგტონი მხარს უჭერს „ისლამურ რესპუბლიკას“ და „თალიბანს“ შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს.

ნედ პრაისმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის მთავრობას ავღანეთში ჯარების რაოდენობასთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა ვაშინგტონი ამ საკითხთან დაკავშირებით უცხოელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა 2 500-მდე შეამცირა, რაც 2001 წლის შემდეგ პირველად მოხდა.