აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო – სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ვინც რაჭაში ტრაგიკული შემთხვევის დროს დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ვინც ამ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაიღუპა“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, 25 ადამიანს კი, ეძებენ.
We offer our condolences to the families of all those who lost their lives in this tragic incident. https://t.co/FvJYpfyAqM
— DoS Europe and Eurasia (@StateEUR) August 4, 2023