აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიო ვაშინგტონში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - მხარეებმა განიხილეს, როგორ შეუძლიათ ითანამშრომლონ გლობალური გამოწვევების საპასუხოდ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიო ვაშინგტონში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - მხარეებმა განიხილეს, როგორ შეუძლიათ ითანამშრომლონ გლობალური გამოწვევების საპასუხოდ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვაშინგტონში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, მელანი ჯოლის შეხვდა.

„მხარეებმა განიხილეს, როგორ შეუძლიათ აშშ-სა და კანადას, ითანამშრომლონ საერთო გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, მათ შორის საზღვრების უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და კანადის საგარეო უწყების წარმომადგენელმა დაადასტურეს, რომ განაგრძობენ თანამშრომლობას ორივე ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად.