აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - სრულიად ნათელია, რომ რუსეთის ქმედებები არ გამოხატავს არანაირ ინტერესს მშვიდობის მიღწევისა და ომის დასრულებისადმი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - სრულიად ნათელია, რომ რუსეთის ქმედებები არ გამოხატავს არანაირ ინტერესს მშვიდობის მიღწევისა და ომის დასრულებისადმი

შეერთებულ შტატებს არ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მისი განცხადებების მიუხედავად, მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რათა დაასრულოს უკრაინაში ომი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ჰკითხეს აფრიკელი ლიდერების უკრაინასა და რუსეთში ვიზიტის შესახებ, სადაც პუტინმა აფრიკელ ლიდერებთან განაცხადა, რომ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინააღმდეგი არაა.

„რუსეთი აგრძელებს ომის დასრულების მიმართ აშკარა ინტერესის გამოხატვას და ამის პარალელურად, აფრიკელი ლიდერები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ თავშესაფრებში, რადგან პუტინი მათი ვიზიტის დროს ბომბავდა უკრაინას“, – თქვა პატელმა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში „მოქმედებები სიტყვებზე უფრო მაღლაა“.

„კიდევ ერთხელ, სრულიად ნათელია, რომ რუსეთის ქმედებები – კიევის დაბომბვა, თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ კორპუსებზე, საავადმყოფოებზე – არ გამოხატავს არანაირ ინტერესს მშვიდობის მიღწევისა და ომის დასრულებისადმი”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.