აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ მეოთხე დონის გაფრთხილებას აქვეყნებს, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდებს, არ იმოგზაურონ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ მეოთხე დონის გაფრთხილებას აქვეყნებს, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდებს, არ იმოგზაურონ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ მეოთხე დონის გაფრთხილებას აქვეყნებს. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ იმოგზაურონ.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს აშშ-ის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საერთაშორისო მოგზაურობისგან COVID-19-ის გლობალური გავლენის გამო“, – ვკითხულობთ განახლებულ მონაცემებში.

სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ სამშობლოში, თუკი იმ კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც იმყოფებიან, ამ დრომდე არსებობს მგზავრობის შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ საზღვარგარეთ დარჩენა განუსაზღვრელი ვადით მოუწევთ.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე მიმართავს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და ასევე ურჩევს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან.

„მრავალი ქვეყანა COVID-19-ის ეპიდემიის წინაშეა და აწესებს შეზღუდვებს მოგზაურობაზე, სავალდებულო კარანტინს, ხურავს საზღვრებს და კრძალავს არამოქალაქე პირებისთვის შესვლას მხოლოდ მცირე დროით ადრე გაფრთხილების გამოქვეყნებით“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.