აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სალომე ზურაბიშვილისა და ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სალომე ზურაბიშვილისა და ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, განვითარებული და მშვიდობიანი ევროატლანტიკური მომავლისკენ მისწრაფებაში.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გლობალურ პასუხის შესახებ რუსეთის მთავრობის წინასწარ დაგეგმილ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე უკრაინასა და საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაზე.

სახელმწიფო მდივანმა მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხისადმი და პირადად საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი, უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, განვითარებული და მშვიდობიანი ევროატლანტიკური მომავლისკენ მისწრაფებაში“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.