აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მაღალი რისკების გამო, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მაღალი რისკების გამო, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან. ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ იტყობინება.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არსებობს მაღალი რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ტერორიზმთან, უსამართლო დაკავებებსა და ადგილობრივი კანონების თვითნებურ აღსრულებასთან.

„რუსეთში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა დატოვონ ქვეყანა დაუყოვნებლივ. რუსი მაღალჩინოსნები ხშირად უსაფუძვლოდ კითხავენ და ემუქრებიან ამერიკელ მოქალაქეებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურებმა არაერთხელ დააპატიმრეს ამერიკელები ცრუ ბრალდებით.

„ამერიკელებს უარი უთხრეს სამართლიან მოპყრობაზე და ბრალი წაუყენეს სანდო მტკიცებულებების გარეშე“, – აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

ამასთან, აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც მაინც გადაწყვეტენ რუსეთში გამგზავრებას, ყურადღებით უნდა განიხილონ ელექტრონული მოწყობილობების ქვეყნის ტერიტორიაზე შეტანა. გაფრთხილების მიუხედავად, ტურისტები უნდა იყვნენ მზად რუსეთში შესაძლო დაკავებისთვის.