აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მაიკ პომპეო და ანგელა მერკელი უკრაინისა და რუსეთის საკითხზე იმსჯელებენ

08:31, 02.05.2019

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინისა და რუსეთის საკითხზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ევროპაში ოთხდღიან ტურნეს იწყება, რა დროსაც დაგეგმილია მისი ვიზიტი გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. 7 მაისს მაიკ პომპეო გერმანიის კანცლერს შეხვდება. მერკელთან მოლაპარაკებების მთავარ თემებად დასახელებულია უკრაინა, რუსეთი, სირია და ჩინეთი.

ევროპული ტურნეს ფარგლებში პომპეო ეწვევა ფინეთსაც, სადაც არქტიკის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ტურნე 9 მაისს გრენლანდიაში დასრულდება.

მსგავსი