აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია

აშშ-ი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ი შეშფოთებულია გუგუტიანთკარში „რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების დამონტაჟების განახლების გამო“.

აშშ-ი შეშფოთებულია, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობეების დამონტაჟება საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში. ბორდერიზაციის პროცესი განურჩევლად და არაპროპორციულად ახდენს გავლენას ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე, ხდება მათი მიწების განცალკევება, ოჯახების დაყოფა და კრიტიკული ინფრასტრუქტურისგან ჩამოშორება. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ღობეების და ბანერების მშენებლობა დაუყოვნებლივ შეწყდება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის არალეგალური ქმედება – ოკუპაცია, გაიყვანოს სამხედრო ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავი დაშვება, რაც განსაზღვრულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.