აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბრიტანეთში დაღუპული ჰენრი ნოვაკის ოჯახს სამძიმარს უცხადებს - „ორდონიანი საპოლიციო სისტემა ცივილიზაციის დაცემის სიმპტომია და მთელ დასავლეთში უნდა აღმოიფხვრას“
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბრიტანეთში დაღუპული ჰენრი ნოვაკის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
აშშ-ის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ, ნოვაკის ოჯახის გარდა, სამძიმარს უცხადებს ბრიტანეთის მოსახლეობას.
„იდეოლოგიური განპირობებულობა და ორდონიანი საპოლიციო სისტემა ცივილიზაციის დაცემის აშკარა სიმპტომებია. ისინი მთელ დასავლეთში უნდა იქნეს აღმოფხვრილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიციის სამხრე კამერების მიერ აღბეჭდილ მასალებში ჩანს, როგორ აკავებენ დაჭრილ ახალგაზრდას. დახმარების არაერთ თხოვნაზე, შველის ნაცვლად, მიწაზე დაცემულ ბიჭს ხელბორკილებს ადებენ.
სამართალდამცველის ქმედებაზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმის მთავარი ფიგურანტი, ანუ ის პირი, რომელმაც ნოვაკზე იძალადა და შემდეგ პოლიციელები შეცდომაში შეიყვანა, ციხეში უკვე იხდის სასჯელს. მას უვადო პატიმრობის ვერდიქტი გამოუტანეს. 18 წლის ჰენრი ნოვაკის დაღუპვის რეზონანსულ საქმეს და სამართალდამცველის ქცევას მწვავე პროტესტი მოჰყვა.