აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილური, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლის ხელშეწყობის ერთგული რჩება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილური, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლის ხელშეწყობის ერთგული რჩება

აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხო, სტაბილური, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლის ხელშეწყობის ერთგული რჩება, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაში, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთი წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა.

როგორც ნედ პრაისის განცხადებაშია აღნიშნული, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი ამჟამად რეგიონში იმყოფება, რათა სამივე ქვეყანასთან ორმხრივი საკითხები განიხილოს და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობები შეისწავლოს.

აშშ მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, გააგრძელონ და გააძლიერონ თავიანთი ჩართულობა, მათ შორის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული და გამომდინარე გადაუჭრელი საკითხების ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებების მოსაძებნად.

აშშ მოუწოდებს მხარეებს ყველა დაპატიმრებული პირის დაბრუნებისკენ, უგზო-უკვლოდ დაკარგულების სრული აღრიცხვისკენ, იძულებით გადაადგილებული პირების თავიანთ სახლებში ნებაყოფლობითი დაბრუნებისკენ, რაიონების განაღმვისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაშვებისკენ. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სავარაუდო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს.