აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ და ნატო მზად არიან, დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელონ და რუსეთთან შეხვედრა კვლავ გამართონ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ და ნატო მზად არიან, დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელონ და რუსეთთან შეხვედრა კვლავ გამართონ

აშშ და ნატო მზად არიან, დიპლომატიური ძალისხმევა გააგრძელონ და რუსეთთან შეხვედრა კვლავ გამართონ, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც ენტონი ბლინკენისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესაუბრა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს 12 იანვარს გამართული ნატო-რუსეთის საბჭოს შემდგომ მომდევნო ნაბიჯების განსახილველად, აშშ და ნატო მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთს და მხარს უჭერენ დიპლომატიისა და ურთიერთდიალოგის გაგრძელებას. აშშ და მის ნატოელი მოკავშირეები გაერთიანებული არიან დიპლომატიურ გზაზე და მოუწოდებენ რუსეთს, გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ მისი მიმდინარე აგრესიის დეესკალაციისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების სერია გაიმართა.

დატოვე კომენტარი