აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, უკრაინა დატოვონ. აშშ-ის საგარეო უწყების გაფრთხილება უკრაინაში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონში ფლობენ ინფორმაციას რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დაგეგმილი სარაკეტო დარტყმების შესახებ, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსული დარტყმები მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის.

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, ახლავე დატოვონ უკრაინა და გამოიყენონ სახმელეთო ტრანსპორტი, თუ უსაფრთხო იქნება.